არ გადაკეცო, ჩანიშნე - წიგნის სიყვარულით შთაგონებული სტარტაპი

არ გადაკეცო, ჩანიშნე - წიგნის სიყვარულით შთაგონებული სტარტაპი

26 წლის სტარტაპერმა ნატალი ენუქიძემ წიგნის სანიშნეები რამდენიმე კვირის წინ გამოუშვა. როგორც თავად ამბობს, სანიშნეების შექმნა, წიგნის სიყვარულმა და მოფრთხილებამ გადააწყვეტინა. შესაბამისად, "ნატალის სანიშნეების" მთავარი მესიჯია - "არ გადაკეცო, ჩანიშნე".

ნატალიმ სანიშნეები თავიდან, საკუთარ თავისთვის შექმნა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ ამის გაკეთება სხვებისთვისაც შეეძლო.

"ცარიელ თაბახზე გონებაში დამუშავებული იდეები ეტაპობრივად გადამქონდა: ნელ-ნელა ვამატებდი იდეებს, ფორმებს. როდესაც ჩემი ჩანახატი რეალობას დაემსგავსა სტამბასთან ურთიერთობა გადავწყვიტე. პარალელურად ჩემი სანიშნები "ბიბლუსის" მაღაზიას შევთავაზე, რომელმაც ჩემი შემოქმედების რეალიზების შესაძლებლობა მომცა და ნამუშევრები 10 მაღაზიაში შეიტანა. შემდეგ სანიშნეები სხვა მაღაზიებსაც შევთავაზე და ახლა უკვე თბილისში არსებულ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში ვართ. ასევე ბათუმში, შეგიძლიათ წიგნის მაღაზია "წიგნები ბათუმში" გვიკითხოთ" - ამბობს ნატალი.

"ნატალის სანიშნეები" ორიგინალურობით გამოირჩევა, მას მოსახერხებელი ფორმა, მრავალფეროვანი ილუსტრაციები და განსხვავებული დიზაინი აქვს. წიგნის სიყვარულით შთაგონებული ბიზნეს იდეა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

"მომხმარებელმა უკვე შემიყვარა და სანიშნეებიც წარმატებით იყიდება. ამ ეტაპზე მრავალფეროვანი ილუსტრაციით გაფორმებულ სანიშნეებს მხოლოდ ერთი დიზაინი აქვს, თუმცა მალე ახალი კოლექციის დამზადებასა და გამოშვებას ვგეგმავ. იმედი მაქვს, "ნატალის სანიშნეები" მკითხველს წიგნს უფრო შეაყვარებს და ხშირად ათქმევინებთ სიტყვებს - "არ გადაკეცო, ჩანიშნე".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი