თბილისში დაგეგმილი "ქართველთა მარშის" პარალელურად, ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება

თბილისში დაგეგმილი "ქართველთა მარშის" პარალელურად, ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება

თბილისში დაგეგმილი "ქართველთა მარშის" პარალელურად, ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ნამდვილი მტერი სწორედ საოკუპაციო ხაზთან დგას და არა საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან.

"14 ივლისს, 20:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან! გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი