აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. "ქართველთა მარში" მიმდინარეობს

აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. "ქართველთა მარში" მიმდინარეობს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" დაიწყო. აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, #24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს და "მარჯანიშვილის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება. ამ დროისთვის გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტა.

"აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია შემდეგი: სასწრაფო წესით მიიღონ ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; ასევე, აღსრულდეს კანონი და სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას; მეოთხე მოთხოვნა არის, რომ აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" და შემოიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ.

ვიდეო: LIVE: რა ხდება ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე - ე.წ ქართველთა მარში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი