აღმაშენებელზე ე.წ. "ქართველთა მარში" დასრულდა

აღმაშენებელზე ე.წ. "ქართველთა მარში" დასრულდა

თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. "ქართველთა მარში" დასრულდა. მსვლელობა #24-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო და "მარჯანიშვილის" მეტროსთან სიტყვით გამოსვლებით დასრულდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 14 ივლისს დაიწყოა "ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა".

იხილეთ კადრები მსვლელობიდან

"აქციის მოთხოვნები შემდეგია: სასწრაფო წესით იყოს მიღებული ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; ასევე, აღსრულდეს კანონი და სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად, ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას; მეოთხე მოთხოვნა არის, აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" და შემოიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ.

აქციის მონაწილეებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომელსაც მთავრობას გადაუგზავნიან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ მათი მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ნახეთ ვიდეო: უცხოელების რეაქცია "ქართველთა მარშის" ნახვისას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი