რა მდგომარეობაში არიან თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულები

რა მდგომარეობაში არიან თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულები

თურქეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ "ლამპრების" წევრები მოინახულეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ადგილზე მიემგზავრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის მინისტრიც.

ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ "ლამპრების" წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტრაპზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.

"არიან დაშავებულები. სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ამჯერად მიმდინარეობს დადგენა, თუ ვინ რომელ საავადმყოფოშია. მე მივდივართ ახლა ერთ-ერთ სავადმყოფოში, სადაც 7 ბავშვი იმყოფება. ჩვენი სხვა თანამშრომლები გაყოფილები არიან და საბოლოო მონახაზი, ალბათ, ცოტა ხანში გვექნება", - განაცხადა ბერიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი