პრინცესა შარლოტა 30 წლის წინანდელ ფეხსაცმელს ატარებს, რომელიც ბავშვობაში ბიძამისს, პრინც ჰარის ეცვა

პრინცესა შარლოტა 30 წლის წინანდელ ფეხსაცმელს ატარებს, რომელიც ბავშვობაში ბიძამისს, პრინც ჰარის ეცვა

თუკი თქვენ შვილებს ერთმანეთის გამოცვლილ ტანსაცმელს აცმევთ, ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რომ მეფის შთამომავლებიც კი უფროსების გამოცვლილი ტანსაცმლით დადიან.

მაგალითად, ინგლისის პრინცის, უილიამის პატარა ქალიშვილს შარლოტას ბიძის, პრინც ჰარის ნაქონი ფეხსაცმელი აცვია.

პრინცი უილიამი და ჰერცოგინია კეტრინ მიდლტონი 2015 წლის 2 მაისს გახდნენ შარლოტას მშობლები. "შარლოტას დაბადება ფანტასტიკური მოვლენაა, ის ზეციური საჩუქარია. მაგრამ ამასთან, ჩვენ პასუხისმგებლობა მოგვემატა, ახლა ერთად ორ ბავშვს უნდა ვუმეთვალყურეოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯორჯია სიახლოვეს", - ამბობდა პრინცი უილიამი.

2016 წლის სექტემბრიდან ბრიტანული სამეფო ოჯახის ფანებს ნამდვილი დღესასწაული დაუდგათ, რადგან ჰერცოგები კანადაში გაემგზავრნენ რვადღიან ტურში. იქიდან მოყოლებული მოდის ექსპერტები და ჟურნალისტები პატარა პრინცესას ჩაცმულობას დიდ ყურადღებას უთმობენ. მათვე შეამჩნიეს, რომ პრინცესა შარლოტას ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელი აცვია, როგორიც მის ბიძას, პატარა პრინც ჰარის ეცვა ბავშვობაში.

ამ ფეხსაცმლით პატარა პრინცესა პოლონეთში დააფიქსირეს, ჰარი კი იმავე ფეხსაცმელს ოფიციალურ პორტრეტში ატარებს, რომელზეც პრინცესა დიანასთან, პრინც ჩარლზთან და ძმა უილიამთან ერთადაა აღბეჭდილი.

წარმოუდგენელია, რომ ოჯახმა ასეთ კარგ პირობებში მოახერხა ფეხსაცმლის შენახვა. კეიტ მიდლტონი ხშირად იცვამს ერთსა და იმავე ტანსაცმელს, რასაც თავის პატარებსაც აჩვევს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება