რისი მოხდენა შეუძლია ორგანიზმში მხოლოდ 2 ჭიქა წყლის დალევას

რისი მოხდენა შეუძლია ორგანიზმში მხოლოდ 2 ჭიქა წყლის დალევას

დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, სასარგებლოა 1 ჭიქა წყლის მიღება. ეს პროცედურა მოამზადებს კუჭ-ნაწლავს შემდგომი დატვირთვისთვის, დააქვეითებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და შლაკებს. დღის განმავლობაში სასურველია დალიოთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.

იღებთ თუ არა დღის განმავლობაში საკმარისი ოდენობის წყალს? დააკვირდით შარდის შეფერილობას. ეს საკმაოდ მარტივი ტესტია. თუ თქვენი შარდი უფერულია ან სუსტად შეფერილი, ე.ი. თქვენ გაუწყლოება არ გემუქრებათ.

წყალი სიცოცხლის ელექსირი

მხოლოდ 2 ჭიქა ცივი წყლის დალევით, ორგანიზმში მეტაბოლიზმის სიჩქარე 30%-ით იზრდება, ჰორმონ ნორეპინეფრინის გამოსროლის ხარჯზე. მსგავსი ეფექტი თან ახლავს ნახევარი საათის განმავლობაში ცხიმის დაჩქარებულ "დაწვას" .

ადამიანს აფექტის მდგომარეობისას დასამშვიდებლად ჭიქა წყალს აწვდიან. ასეთ დახმარებას მარტო ფსიქოლოგიური დატვირთვა როდი აქვს. ხახისა და ხორხის ახლო განლაგების გამო, ყლაპვისა და სუნთქვის პროცესები კოორდინირებულია, ამიტომ წყლის ნელა დალევა რეფლექსურად აქვეითებს სუნთქვის სიხშირეს და ასწორებს მის რიტმს.

საიდან მოდის ქაღალდისგან ფიგურების შექმნის ხელოვნება და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის უნარებს?

29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალური ჰაკათონი - NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

ProductTank 10 წლის იუბილეს აღნიშნავს