თათია შარანგია მესამე ვაჟის დედა გახდა

თათია შარანგია მესამე ვაჟის დედა გახდა

შევარდნაძეების ყოფილი რძალი, პიანისტი თათია შარანგია მესამე შვილის დედა გახდა. მას და სანდრო შელიას ბიჭი შეეძინათ. პიანისტმა ესპანეთში იმშობიარა. სასიხარულო ამბის შესახებ თათია "ფეისბუქზე" წერს:

"დაიბადა ჩვენი სიყვარული! ANDREW ALESSANDRO SHELIA! არ ვიცი რა ვთქვა ამ საოცარ ბიჭზე! მადლობა ღმერთს ამ შეუდარებელი საჩუქრისთვის და მადლობა ჩვენს ანდრუშას რომ ჩვენი ოჯახი აირჩია, რომ ჩვენ გაგვხადა ღირსი, გავმხდარიყავით მისი მშობლები !!!! " - წერს შარანგია.

თათიამ და სანდრომ 2013 წლის ივნისში ამერიკაში იქორწინეს. პიანისტის პირველი ქმარი ექსპრეზიდენტ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა გახლდათ, რომლისგანაც მას ორი ვაჟი ჰყავს. თათია და მისი პატარები სანდროსთან ერთად ცხოვრობენ. პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს სანდროსაც.

წაიკითხეთ: შევარდნაძეების ყოფილი რძალი ახალ სიყვარულსა და შვილებზე

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს

"ორი წამით დავინახე, ვიკითხე, ხომ კარგად არის-მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს..." - ირინა ბაირამაშვილი მშობიარობის შემდგომ გართულებულ კორონავირუსზე