დაბა წაღვერში ზოგიერთ ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია

დაბა წაღვერში ზოგიერთ ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია

დაბა წაღვერში ზოგიერთ ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ინტენსიურად მიმდინარეობს, დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებიდან.

ხანძარის რამდენიმე კერა დაახლოებით 5ჰა-მდე ფართობზე ფიქსირდება. მეხანძრე-მაშველებმა ზოგიერთ ადგილზე უკვე მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი. იმ ადგილზე სადაც ტექნიკით მისვლა შეუძლებელია, ქვეითი მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულები, ასევე, მუშაობს ვერტმფრენი.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი