ადვოკატი - "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს

ადვოკატი - "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ გიორგი მაჭავარიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც მან დაკავებული მოინახულა.

"გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს. მისი სურვილია, რომ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში წარუდგინოს ყველა დოკუმენტაცია. დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ დოკუმენტაციას წარუდგენს საზოგადოებასა და სასამართლოს, რაც გიორგი მაჭავარიანის უდანაშაულობას დაამტკიცებს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, 243-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლითაც დაკავებულია გიორგი მაჭავარიანი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი ცოტა ხნის წინ წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ