ხანძარი ანტალიაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში - ევაკუირებულია 400 ადამიანი

ხანძარი ანტალიაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში - ევაკუირებულია 400 ადამიანი

თურქეთში, ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Habertürk იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს სამზარეულოში ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ზოგიერთი დამსვენებლის ევაკუირება აივნებიდან განახორციელეს.

როგორც თურქული მედია იუწყება, ხანძრის შედეგად რუსეთის ოთხი მოქალაქე დაშავდა. საავადმყოფოში 14 ადამიანია გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოიყვანეს 400 ადამიანი ანტალიაში ცეცხლწაკიდებული სასტუმროდან - მეხანძრეებმა დამსვენებლების ევაკუაცია აივნებიდან მოახერხეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"