Gem Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მხარდამჭერი დააკავეს

Gem Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მხარდამჭერი დააკავეს

ანაკლიაში, "ჯემ ფესტის" მიმდებარე ტერიტორიაზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი ბაქარ ყორშია დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "თეთრი ხმაურის მოძრაობა" ავრცელებს.

"ბაქარ ყორშია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერია, ანაკლიაში, Gem Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. რამდენად ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას ედავებიან ნარკოტიკული საშუალების (ექსტაზი) უკანონო შეძენა-შენახვას.

"თეთრი ხმაურის მოძრაობამ" სწრაფი რეაგირების მიზნით ჩართო სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენელიც ამ წუთებში იმყოფება ზუგდიდის პოლიციის შენობაში, ხოლო ჩვენი ადვოკატი კი მიემგზავრება ბათუმიდან ზუგდიდისკენ. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ბაქარ ყორშია პოლიციელების მიერ ნაცემი იყოს", - ნათქვამია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მხრიდან "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტის, ბაქარ ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ყორშია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვას გულისხმობს. როგორც შს სამინისტროში აღნიშნავენ, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც. ყორშია ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ