ნინო ჩხობაძე - მთაწმინდის ფერდობზე, დამწვარ ტერიტორიაზე ახალი ნარგავები უნდა დაირგოს, საფარის აღდგენის შემდეგ კი, დამწვარი ხეები მოიჭრას

ნინო ჩხობაძე - მთაწმინდის ფერდობზე, დამწვარ ტერიტორიაზე ახალი ნარგავები უნდა დაირგოს, საფარის აღდგენის შემდეგ კი, დამწვარი ხეები მოიჭრას

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ხეების მოჭრა ახლა სასურველი არ არის, რადგან შესაძლებელია მეწყრული სიტუაცია განვითარდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო ჩხობაძემ განუცხადა, მთაწმინდის ფერდობზე, დამწვარ ტერიტორიაზე შემოდგომაზე ახალი ნარგავები უნდა დაირგოს, დამწვარი ხეები კი საფარის აღდგენის შემდეგ მოიჭრას.

"დამწვარი ხეები ჯერ არ უნდა მოიჭრას, სანამ ახალი არ დაირგვება, რადგან შეიძლება ეროზირებული პროცესები დაიწყოს, დახრილობა ძალიან მაღალია. ამიტომ, უნდა განაშენდეს, უნდა დაიწყოს რგვები. ჯერ ნახანძრალზე არა, შემოდგომაზე უნდა დაირგოს ხეები. ცოტა ხანი უნდა ვადროვოთ, რომ თავისით აღდეს და მერე უნდა მოიჭრას. დამწვარი ხეების მოჭრა ახლა სასურველი არ არის, რადგან შესაძლებელია მეწყრული სიტუაცია განვითარდეს", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მთაწმინდაზე გუშინ საღამოს ძლიერი ხანძარი იყო, რის შედეგად ორ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განაცხადა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მისი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტარი. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, როგორც მერაბ მალანიამ განმარტა, "ვერსია უამრავია, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი