შსს ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს აქვეყნებს

შსს ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების დააკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)",- აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: შსს აქვეყნებს ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც, უწყების მტკიცებით, ჩანს, როგორ ყიდდნენ ბრალდებულები ნარკოტიკებს ფონიჭალაში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ