კოკსაკის ვირუსი - პედიატრის რეკომენდაციები ბოლო დროს გვრცელებულ სენთან დაკავშირებით

კოკსაკის ვირუსი - პედიატრის რეკომენდაციები ბოლო დროს გვრცელებულ სენთან დაკავშირებით

ბოლო პერიოდში გავრცელდა ვირუსი, რომელიც სიმპტომურად ძალიან ჰგავს ქონთრუშას. როგორ უნდა ამოვიცნოთ რასთან გვაქვს საქმე, რამდენად საშიშია ვირუსი და როგორ უნდა დავიცვათ თავი, ამის შესახებ პედიატრი მანანა ნანობაშვილი გვესაუბრება.

- ენტეროვირუსული ჯგუფის კოკსაკის ვირუსს მიეკუთვნება ენტეროვირუსული ეგზანთემა - ანუ, ხელ-ფეხ-პირის ვირუსი. მას ძირითადად, ახასიათებს სეზონურობა, თუმცა, შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაშიც აქტიური იყოს.

- როგორ ხდება ვირუსის გადაცემა?

- გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური, რესპირატორული ან ვერტიკალური გადაცემის გზით (დედიდან ბავშვზე). ვირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე გადადის. მისი გავრცელების პირველწყარო ჭუჭყიანი გარემოა. გადაცემა ძირითადად ხდება დახურულ სივრცეში, ბაღებში, სკოლებში. ვირუსისგან თავის დაცვა შესაძლებელია ხელების ხშირი დაბანით და სისუფთავით.

- რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?

- არსებობს ამ ვირუსის ქვეჯგუფები, რომლებსაც სხვავასხვა კლინიკური გამოვლინება ახასიათებს. მაგალითად: კონიუქტივიტით, სხვადასხვა ტიპის გამონაყარით, დიარეით, მენინგიტით. კონკრეტულ ვირუსს, რომელიც ამ ეტაპზეა გავრცელებული, ახასიათებს პირის ღრუში, ლორწოვანზე, ენაზე, ხახაზე და ლოყის შიგნითა ზედაპირზე ბუშტუკოვანი გამონაყარი, 4-8 მმ-ის დიამეტრით. დაავადება მიმდინარეობს ძირითადად დაბალი ტემპერატურით და მსუბუქად. ახასიათებს ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელის და ფეხისგულებზე, დიამეტრით 3-7 მმ. გამონაყარი ძირითადად, 1 კვირაში ქრება. ახასიათებს ქავილი, და ხშირად, გენერალიზებული მიმდინარეობაც, რაც ძირითადად ქმნის პრობლემას ქუნთრუშასთან დიფირენცირებაში. ქუნთრუშა არის ბაქტერიული ინფექცია, ხასიათდება მეტად აგრესიულობით, ტემპერატურის მატებით, ძლიერი ინტოქსიკაციით, გამონაყარით. ქუნთრუშა განსხვავდება ზემოთ აღნიშნული კოკსაკის ვირუსგან, მისი დიფერენცირება და დიაგნოსტიკა ექიმის პრეროგატივაა.

წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი