შსს ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ