ღვინის წარმოებაში უჟანგავი ფოლადის კასრების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ალკოჰოლური დუღილის ჩასატარებლად ასევე, დუღილის შემდგომი დავარგებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ღვინო მუხის არომატებით უფრო მდიდრდება კასრში დავარგების დროს, ვიდრე იგივე კასრში ალკოჰოლური დუღილის ჩატარებისას. ეს იმიტომ, რომ დუღილის დროს გამოყენებული საფუვრები გარკვეულ წილად კეტავენ, ბარიერს ქმნიან ღვინოსა და მუხას შორის. დუღილის ბოლოს კი მკვდარი საფუვრის უჯრედები ილექება.
ზოგიერთი უჟანგავი ფოლადის კასრი აღჭურვილია ხელის დამრევი ცხაურით, რომელზეც აქსიალურად დამაგრებულია მუხის თხელი ფირფიტები, რაც ნაკლებად შრომატევადს ხდის კასრის გამოყენებას. უჟანგავი ფოლადის კასრში დავარგების ვადები სხვადასხვა შეიძლება იყოს, ყურძნის ჯიშის და საბოლოო პროდუქტის სასურველი მახასიათებლების გათვალისწინებით, ისე როგორც ტრადიციული მუხის კასრის გამოყენების შემთხვევაშია. განაგრძეთ კითხვა