რამზან კადიროვი: "შარიათი" რუსეთის ფედერაციის კანონებზე მაღლა დგას"

რამზან კადიროვი: "შარიათი" რუსეთის ფედერაციის კანონებზე მაღლა დგას"

ჩეჩნეთის პრეზიდნეტმა რამზან კადიროვმა გაზეთ ”ფიგაროსთან” საუბარში კიდევ ერთხელ უარყო საკუთარი კავშირი რესპუბლიკაში გახშირებულ სამართალდარღვევებთან  - ხალხის გატაცებასა და მკვლელობებთან და განაცხადა, რომ "ერთადერთი მტერი, რომლის განადგურებას ის აპირებს "ისლამის მტრები" არიან, ანუ ვაჰაბიტები.

"ყველაფერში ბრალს მდებენ, ძროხაც რომ მოკვდეს, ისიც ჩემი ბრალია. რა მიზანი უნდა მქონდეს, რომ ხალხი გავიტაცო და მოვკლა? პირიქით, მე მათ ვემსახურები", - განუცხადა კადიროვმა გაზეთ "ფიგაროს", იუწყება "ინოპრესა". ჩეჩნეთის პრეზიდენტის თქმით, "შარიათი რუსეთის ფედერაციის კანონებზე მაღლა დგას".

კადიროვის ჭირვეულობას მოსკოვი იმ სტაბილობის სანაცვლოდ ეგუება, რომელიც მან ჩეჩნეთს მოუტანა.

გამოცემა კადიროვს "ჩეჩენ დიქტატორად", ვლადიმერ პუტინის პროტეჟედ მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გარიგება დადო.  ინგუშეთისა და დაღესტნისაგან განსხვავებით, სადაც ყოველდღე ხდება ტერაქტები, კავკასიის ტერორიზმის აკვანმა - ჩეჩნეთმა რადიკალურ ისლამიზმს თავი აარიდა, წერს ფრანგული გამოცემა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?