ბატონო პრეზიდენტო გონს მოეგეთ და თქვენი საქმე აკეთეთ!

ბატონო პრეზიდენტო გონს მოეგეთ და თქვენი საქმე აკეთეთ!

95 წლის ამერიკელი ვეტერანის წერილი პრეზიდენტ ობამას

ყმაწვილო, გთხოვთ ყურად იღოთ ერთი ბეხრეკი კაცის რჩევა. ძალა მოიკრიბეთ და ისე იმოქმედეთ, როგორც ნამდვილ ამერიკელს შეჰფერის. თუ არ დამიჯერებთ, ვეცდები ყველაფერი გავაკეთო, რომ გამოგაპანღურონ პენსილვანია-ავენიუზე მდებარე იმ სიმპათიური სახლიდან, თქვენ რომ მოგაქირავეს.

თქვენ იმისთვის აგირჩიეს, რომ ქვეყანას წინ გასძღოლოდით და არა იმისთვის, რასაც აკეთებთ, - მუხლს იხრით, ებოდიშებით და ხელებზე კოცნით სისხლისმსმელ და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ ხალხს, როგორც მონებს, ისე ეპყრობიან.

პატივიცემულო პრეზიდენტო ობამა, მე ჰაროლდ ესტესი გახლავართ, ამა წლის 13 დეკემბერს 95 წელი შემისრულდება. ადამიანებს, რომლებიც მიცნობენ, არ სჯერათ ჩემი ხანდაზმულობის, რადგან არც ნაოჭები მეტყობა და გონებაც მშვენივრად მიჭრის. ჩემი ასაკის ადამიანის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ სახელმწიფოს პირველ პირსაც კი შემიძლია ვუთხრა პირდაპირ და საჯაროდ ის, რასაც ვფიქრობ. ასე რომ, მისმინეთ.

განადგურებული და აღშფოთებული ვარ, არ მსურს ჩემი ქვეყანა ჩემზე ადრე მოკვდეს, მაგრამ ვხედავ, რომ თქვენ ტყავიდან ძვრებით ისე ცდილობთ, რომ ეს უბედურება რაც შეიძლება მალე მოხდეს.

ვფიქრობ და ვერ გამიგია, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით? მთელ მსოფლიოში დაფრინავთ და ჩვენს მტერ-მოყვარესთან უბადრუკ აზრებს აფრქვევთ. მაგალითად, "ჩვენ აღარ ვართ ქრისტიანული ქვეყანა", "ამერიკა მაღალფარდოვანი ქვეყანაა" (თქვენმა ცოლმა კი საქვეყნოდ განაცხადა, რომ "ამერიკა ბოროტგანმზრახველი ქვეყანაა", კეთილი ინებეთ და სთხოვეთ მას, ეცადოს მსგავსი უაზრობები ჩვენი ჯარისკაცების 23 თაობას წაუკითხოს, რომელთა საფლავებიც მთელ მსოფლიოშია მოფენილი. მათ ხომ თავი ურიცხვი უცხოელის, ტირანიისა და უიმედობისაგან გასათავისუფლებლად გასწირეს.

მინდა ორივეს გითხრათ, რომ თქვენ მაგიერ მრცხვენია. ვფიქრობ, თქვენ არ გიყვართ ამერიკა. თქვენს მოქმედებაში ვერ ვხედავ უნციის ტოლფას მადლიერებას იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ესოდენ ბევრი მოგცათ თქვენ, ხოლო თეთრ სახლში მჯდომი ადამიანისათვის უსირცხვილობა და უმადურობა ერთობ სახიფათო რამეა.

11 სექტემბრის შემდეგ თქვენ თქვით: "ამერიკა ვერ აღმოჩნდა თავისი იდეალებისათვის ღირსეული მებრძოლი". რომელ იდეალებს გულისხმობდით? ნუთუ პირადი თავისუფლების იდეა, რომლისთვისაც თავი გასწირა 11-მა ათასმა ფერმერმა და მოვაჭრემ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

ან იქნებ ის იდეა, რომ არც ერთი ადამიანი სხვა ადამიანის მონა არ უნდა იყოს, რომელსაც სამოქალაქო ომში ნახევარი მილიონი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა. დარწმუნებული ვარ, მხედველობაში არ გქონდათ 470 ათასი ის იდეალური მამა, ძმა, ქმარი და ბევრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სხვა საუკეთესო ბიჭი, რომლებსაც მე პირადად ვიცნობდი.

მათ ხომ კარგად ესმოდათ, რომ არ შეიძლება ვინმეს მუქარას (რომელი ქვეყანაც უნდა იყოს) შეუშინდე, როცა თავისუფლებას იცავ. ვფიქრობ, მხედველობაში არ გქონდათ ის იდეალი, რომელიც ღაღადებს, რომ თანასწორობა დისკრიმინაციაზე უკეთესია. თქვენ კარგად იცნობთ ამ იდეალს, რომლის შესახებაც ლაპარაკობს ის ურიცხვი თეთრი ადამიანი, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებაში დაგეხმარნენ.

ვინ ხართ თქვენ, ამერიკელ ხალხს რომ ეუბნებით, არ აჩქარდნენ და არ დაადანაშაულონ ის მუსლიმანი მაიორი, რომელმაც ცამეტი თანამშრომელი მოკლა, ორი ამდენი კი დაჭრა? რისი თქმა გსურთ ამით? ნუთუ ჩვენც ისე რომ არ მოვიქცეთ, როგორც თქვენ, როცა თეთრი პოლიციელი დაადანაშაულეთ, რომელმაც შავკანიან პროფესორს წესრიგისკენ მოუწოდა, მან კი მუშტი-კრივი გაუმართა კანონის დამცველს? თქვენ უფლება გაქვთ შეურაცხყოთ პოლიცია, სულელები ეძახოთ პოლიციელებს, მაგრამ არ გსურთ, რომ მუსლიმან ფანატიკოსებს ტერორისტები ვუწოდოთ.

ვხვდები, რომ არასდროს გიმსახურიათ ჯარში, თქვენ არასდროს დაგიცავთ თქვენი სამშობლო იარაღით ხელში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მაგრამ, შვილო ჩემო, შენ ხომ ახლა ჩვენი მთავარსარდალი ხარ, ამიტომ იმ საქმეს მიხედეთ, რომლისთვისაც პრეზიდენტად აგირჩიეს. როცა ბრძოლაში გამოწრთობილი თქვენი გენერალი ამოცანის შესასრულებლად 40 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას გთხოვთ, შეუსრულეთ მას თხოვნა. მაგრამ თუ თქვენ ამ ომში იმისთვის იბრძვით, რომ არ გაიმარჯვოთ, თავი დაგვანებეთ. ყველაზე საუკეთესო პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც თქვენ აზრად მოგდით, ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლედაც არ ღირს.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი ყველაზე დიდი პრეზიდენტი, რადგან ყველაზე დიდი და სერიოზული გამოწვევის წინაშე დგახართ. თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი გაბერილი ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა. ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი დღეს ჩვენი ამერიკული გულისა და სულის დაკარგვის საწინააღმდეგო ომია და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სულაც არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩემი პრეზიდენტი ჩემი მტერი იქნება.

გულწრფელად თქვენი ჰაროლდ ბ. ესტესი

P.S. ამ წერილის ორიგინალი აშშ-ის კონგრესის საიტზე 2009 წლის 20 ნოემბერს გამოჩნდა. წერილის ავთენტურობის გარკვევა საიტ SNOPES-მა იკისრა. ქვემოთ მოგვყავს შემოწმების შედეგები: ჰაროლდ ბ. ესტესი რეალური პირია. იგი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვეტერანია. მისი ფოტო მოთავსებულია ჟურნალ Fore"n Apt-ში, მის პატივსაცემად სამხედრო ფლოტში დაწესებულია "ჰაროლდ ბ. ესტესის სახელობის პრიზი, საუკეთესო უფროსი ბოცმანისათვის".

როგორც კონგრესის საიტის წარმომადგენელმა განაცხადა, წერილი მათთვის ჰაროლდ ესტესს არ გადაუგზავნია. ეს გააკეთა ვიღაც უცნობმა ფლორიდელმა, რომელმაც თავის მხრივ წერილი ელექტრონული ფოსტით მიიღო. ჟურნალ Fore"n Apt-ის რედაქტორ-გამომცემელი ამტკიცებს, რომ წერილი ნამდვილია, ისევე როგორც მისი ავტორი გადამდგარი უფროსი ბოცმანი ჰაროლდ ესტესი. მან წერილი უკარნახა მდივანს, რომელმაც გადაბეჭდა იგი და შემდეგ გადამდგარმა ბოცმანმა ხელი მოაწერა.

ასე რომ, წერილი, რომელსაც თქვენ გაეცანით, ნამდვილად ჰაროლდ ბ. ესტესის დაწერილია.

ჟურნალი "არსენალი"

(გამოდის ორ კვირაში ერთხელ, პარასკევს)

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?