განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ხანძრის ჩასაქრობად ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით აღიჭურვნენ

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ხანძრის ჩასაქრობად ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით აღიჭურვნენ

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური აღჭურვილობით - ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით აღიჭურვნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვედანაყოფი ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერების ჩასაქრობად უკვე გაემართა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული აღჭურვილობა ყველაზე მიუვალ ადგილებში მისასვლელად გამოიყენება.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკაც მონაწილეობს.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სამუშაოები რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ძლიერი ქარის გამო გართულებულია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია