გიორგი მღებრიშვილი - ახალი კერები გარდა ერთი გამონაკლისისა, არ გვაქვს და იქაც გაჭრილია გზა, მისული არიან მეხანძრეები

გიორგი მღებრიშვილი - ახალი კერები გარდა ერთი გამონაკლისისა, არ გვაქვს და იქაც გაჭრილია გზა, მისული არიან მეხანძრეები

ინტენსიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ შედეგს აუცილებლად მივიღებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალი კერა არის ერთი და ამ კერაზე სალოკალიზაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

"სახანძრო ვერტმფრენები აქტიურად მუშაობენ. ერთი წამით არ შეუწყვეტიათ მუშაობა. თუკი ისინი ბაზას უბრუნდებიან, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიმატონ საწვავი. ყველა კერაზე ვმუშაობთ მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა. ძალიან ძლიერი ქარია და ასეთი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ არ ყოფილა. ინტენსიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ახალი კერები გარდა ერთი გამონაკლისისა, არ გვაქვს. იქაც გაჭრილია გზა, მისული არიან ჩვენი თანამშრომლები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაცია. სხვა ქვეყნებთან მიმდინარეობს კონსულტაციები",- განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად.

"გამოძიება დაწყებულია, მათ შორის ყველა ვერსიაზე. გამოძიებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით",- განაცხადა მღებრიშვილმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია