სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ვარაუდობს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის მასივი 50-60 ჰექტარს შეადგენს

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ვარაუდობს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის მასივი 50-60 ჰექტარს შეადგენს

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ვარაუდობს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით, 50-60 ჰექტარი ფართობის ტყე დაიწვა. აღნიშნულის შესახებ იორდანიშვილმა Allnews.ge-ს განუცხადა.

თუმცა, ნათია იორდანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე ტერიტორიების შესწავლა არ დაიწყება, დაზუსტებული მონაცემების თქმა ძალიან რთულია.

"დაახლოებით, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ეს 50-60 ჰექტარიც იყოს", - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თავად ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია