ბორჯომის ტყეში, სასაფლაოს მიმდებარე ფერდობზე ხანძრის კერა ისევ რჩება

ბორჯომის ტყეში, სასაფლაოს მიმდებარე ფერდობზე ხანძრის კერა ისევ რჩება

ბორჯომის ტყეში, სასაფლაოს მიმდებარე ფერდობზე ხანძრის კერა ისევ რჩება. ცოტა ხნის წინ ტერიტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილი მოინახულეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგანგაშო არაფერია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცეცხლი ყოველ წუთს ძლიერდება და არის საფრთხე, რომ საფლავებზეც გავრცელდეს.

ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს მაშველები და მოხალისეები ერთობლივი ძალებით ახორციელებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია