საგანგებო შტაბი სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო მონაცემებს ავრცელებს

საგანგებო შტაბი სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო მონაცემებს ავრცელებს

ბორჯომის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა. თავდაცვის მინისტრი ამჟამად საგანგებო შტაბში, შტაბის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და შტაბის წევრებს ხვდება.

როგორც ცნობილია, დილიდან ბორჯომის ხეობაში არსებულის სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.

ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობაში შემავალი, პირველი ქვეითი და საინჟინრო ბრიგადების, ათასზე მეტი სამხედრო შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან მათი ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ.

ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება. კვლავ აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შტაბის წევრებს სამოქმედო გეგმა განუსაზღვრა და კოორდინაციის კუთხით რამდენიმე დავალება გასცა.

პრემიერ- მინისტრმა წუხანდელი ღამის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ წუხელ რამდენიმე ზონაში იყო გართულება, რომლის თავიდან აცილება წარმატებით მოხდა.

"მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ. წუხელ საღამოს, ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება. პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში და არავის საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობთ, რომ ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ ხვალაც მუშაობას და მერე უკვე გადავალთ ცეცხლის ჩაქრობის საბოლოო ეტაპზე", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ცოცხალი ძალა ორად არის გაყოფილი. პრემიერის ინფორმაციით, ერთი ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე განთავსდება საჯარისო ნაწილები.

"წაღვერის მონაკვეთზე განთავსებული ჯგუფი იქნება ის ცოცხალი ძალა, რომელიც აქამდე მუშაობდა ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენ ზონებზე განთავსდებიან საჯარისო ნაწილები", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ: ბორჯომის ხეობის ხანძრის ამსახველი ფოტოები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია