"კონსოლიდირება მოხდა, რომ ეს სტიქიური უბედურება ჩავაქროთ, ადამიანების ნაწილი კი აგრძელებს ბრაკონიერობას, უკანონოდ ჭრის ხეებს"

"კონსოლიდირება მოხდა, რომ ეს სტიქიური უბედურება ჩავაქროთ, ადამიანების ნაწილი კი აგრძელებს ბრაკონიერობას, უკანონოდ ჭრის ხეებს"

ბორჯომის ხეობაში გამოვლინდა ბრაკონიერების მიერ ხე-ტყის უკანონო ჭრები, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევები სავარაუდოდ, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლების მიერ არის განხორციელებული.

"ჩვენმა თანამშრომლებმა გამოავლინეს არაერთი ადამიანი, სამწუხაროდ, კანონი არ მაძლევს მათი დასახელების უფლებას. ესენი არიან მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადამიანები, მაგრამ მოვა დრო, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს სასამართლო დაადგენს და მათ დააჯარიმებს. ამის შემდეგ შევძლებთ, რომ ამ ადამიანების ვინაობა ყველამ გაიგოს. უდიდესი კონსოლიდირება მოხდა, რომ ეს სტიქიური უბედურება ჩავაქროთ და ადამიანების ცალკეული ნაწილი აგრძელებს ბრაკონიერობას. ჭრიან უკანონოდ ხეებს და ამუშავებენ მათ", - განაცხადა აგულაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ