ზურაბ ალავიძე - ავიაცია იმუშავებს მანამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ზურაბ ალავიძე - ავიაცია იმუშავებს მანამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ავიაცია იმუშავებს მანამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ავიაციასთან ერთად ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე სამუშაოებს არ შეაჩერებს არც ცოცხალი ძალა.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის მასივის ზუსტ მოცულობას, ალავიძის თქმით, ამის შესახებ უფრო დეტალურად შტაბის წევრებს ინფორმაცია ხვალ ექნებათ.

"ვითარება გვაქვს საგრძნობლად გაუმჯობესებული. ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია. ვმუშაობთ სრული დატვირთვით. იქ სადაც ლოკალიზებულია კერები, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 10-12 კილომეტრამდე გზა გვაქვს გაყვანილი მთაში. ამან საშუალება მოგვცა, რომ ცოცხალი ძალა შეგვეყვანა ლოკაციამდე, გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაგვემატებინა სამხედროები, რათა სამუშაოები სწრაფად წარიმართოს", - განაცხადა ალავიძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია