ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: ზაზა ნადირაძე კანოედან გადმოვარდა, თუმცა აქ ეს არ არის მთავარი... - ის ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა!

კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში ქართველი ნიჩბოსანის შედეგი 38,439 წამი იყო, გამარჯვებული კი ბელარუსელი არტსიომ კოზირი გახდა (38,161).

შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძემ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა, წელს მსოფლიოს თასის ეტაპზე მეორე იყო, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი