რა მდგომარეობაშია ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის სამი წევრი - ადგილზე შს მინისტრი მივიდა

რა მდგომარეობაშია ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის  სამი წევრი - ადგილზე შს მინისტრი მივიდა

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ეკიპაჟის წევრებს მძიმე დაზიანებები არ აქვთ, მათ მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს.

არსებული ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში "მი 8" ტიპის ქართული ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა.

როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფება. მინისტრი პირადად ეცნობა ვითარებას. შს მინისტრს ამ დროისთვის ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის განცხადებას სავარაუდოდ სიტუაციის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია