გიორგი მღებრიშვილი - ჩვენი პილოტები გადარჩნენ და თავიდან ავიცილეთ ძალიან დიდი უბედურება

გიორგი მღებრიშვილი - ჩვენი პილოტები გადარჩნენ და თავიდან ავიცილეთ ძალიან დიდი უბედურება

საგანგაშო არაფერი ხდება, პირიქით, ჩვენი პილოტები გადარჩნენ და თავიდან ავიცილეთ ძალიან დიდი უბედურება, - ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სოფელ დაბაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების დროს, ხელოვნურად შექმნილი ავზიდან წყლის აღების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილმა ვერტმფრენმა განახორციელა ავარიული დაჯდომა წყალზე.

"იმდენად, რამდენადაც ვერტმფრენს უკვე სავსე ჰქონდა კალათა წყლით, მან ვერ მოახერხა ხმელეთზე გადასვლა. პილოტები იძულებულები გახდნენ, წყალზე დაესვათ ვერტმფრენი, თუმცა შემდეგ ვერტმფრენმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და გადაბრუნდა გვერდზე. საგანგაშო არაფერია, პირიქით თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება. ჩვენი სამივე მფრინავი არის ჯანმრთელი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს ის ბორტია, რომელმაც 600-მდე შემოფრენა გააკეთა გასულ დღეებში, ეს პილოტები გმირები არიან, მათ დღეს კიდევ დაამტკიცეს თავისი გმირობა იმით, რომ არ დაიბნენ და ასეთი უბედურება აგვაცილეს თავიდან", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველა ვერტმფრენი შემოწმებას ყოველდღიურად გადის.

"ყველა ვერტმფრენს ყოველდღიურად უტარდება რეგლამენტი, ორი დღის წინ სწორედ ამ ვერტმფრენმა, ამ ბორტმა გაიარა რეგლამენტი. საღამოს გაფრინდა თბილისში, გაიარა შემოწმება და დილით დაგვიბრუნდა ისევ. ამ ვერტმფრენს არავითარი პრობლემა არ ჰქონია. თუ რა მოხდა, ამას ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები დაადგენენ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარ სავარაუდო მიზეზებზე ვერ ისაუბრებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი