გიორგი მღებრიშვილი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს წყლიდან სავარაუდოდ ხვალ ამოიყვანენ

გიორგი მღებრიშვილი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს წყლიდან სავარაუდოდ ხვალ ამოიყვანენ

ბორჯომის ხეობაში, წყალში ჩავარდნილ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს წყლიდან სავარაუდოდ ხვალ ამოიყვანენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყლიდან ამოყვანის შემდეგ ვერტმფრენს თბილისში სპეციალური ტექნიკით გადაიყვანენ.

"ვერტმფრენის წყლიდან ამოღებას სავარაუდოდ ხვალ ველოდებით. სპეციალური ტექნიკით ვერტმფრენს თბილისში გადაიტანენ და ჩაუტარდება ექსპერტიზა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მფრინავებს ადგილობრივი გამომძიებლები გამოკითხავენ, რომელიც თბილისში, მივლინებით უკვე გაემგზავრნენ.

"დღეს მივლინებით თბილისში გაემგზავრნენ ადგილობრივი გამომძიებლები. დღესვე მოხდება მფრინავების გამოკითხვა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაინიშნება ექსპერტიზა და დადგინდება ზიანი.

"შსს-ს სპეციალისტებმა ოპერატიულად შეისწავლეს წყლის დაბინძურების ხარისხი და საგანგაშო არაფერია. მიუხედავად ამისა, მათ წყალი ბოლომდე გაასუფთავეს და ეტაპობრივად, ხელოვნური ავზიდან წყალსაც ვუშვებთ. არავითარი საფრთხე ეკოლოგიას არ ემუქრება", - განაცხადა მინისტრმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია