2-8 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება

2-8 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება

2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი "ლირა" ბათუმის რიგით მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს BATUMI MusicFest გამართავს. წელს ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით პირველად ტარდება. ფესტივალის პროგრამა და სიახლეები დღეს იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნო.

ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები. 7 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტურობას და მნიშვნელობას. მასტერკლასების ფორმატში ხვდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფინანსდება ფესტივალის მიერ. 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.

დაგეგმილია ასევე, საქართველოს განათლების სამინისთროსთან ერთად, მუსიკალური არტ-ბანაკის შექმნა ფესტივალის ფარგლებში.

ფესტივალი არის ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდი საკონცერტო დარბაზი

• 2 სექტემბერი - შაბათი 19:00 საათი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.

• 3 სექტემბერი - კვირა 19:00 საათი, ლისტის კამერული ორკესტრი.

• 4 სექტემბერი - ორშაბათი 19:00 საათი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.

• 5 სექტემბერი - სამშაბათი 19:00 საათი, ქართული ფოლკლორის საღამო.

• 6 სექტემბერი - ოთხშაბათი 18:00 საათი, იტალიის საელჩოს მაღალი პატრონაჟით.

• 7 სექტემბერი - ხუთშაბათი 19:00 საათი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.

• 8 სექტემბერი - პარასკევი 19:00 საათი, საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის გალა კონცერტი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება