ტეხასის შტატში ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის

ტეხასის შტატში ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის

წყლის ხელოვნური რეზერვუარი, რომელიც ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, გადაივსო და არსებობს საშიშროება, რომ ირგვლივ მდებარე დასახლებები დატბოროს.

"ფოქსნიუსის" ინფორმაციით, წყალი 36 მეტრის სიმაღლის მქონე კაშხალიდან უკვე გადმოდის. მსგავსი ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა, - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და წყალი მაღლა ეტაპობრივად იწევს.

ამავდროულად, მეზობელ ოლქში - ბრაზორიაში ტბა კოლამბია გადმოვიდა. ამასთან დაკაშირებით ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ქარიშხლისგან დაზარალებულ ტეხასის შტატში, ქალაქ კორპუს-კრისტში აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავიდა. ის ნგრევის მასშტაბებს ადგილზე გაეცნობა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

დონალდ ტრამპმა ორშაბათს ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან შტორმი "ჰარვი" ტეხასიდან სწორედ ამ მიმართულებით მიემართება.

ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი "ჰარვი" შაბათს დაატყდა თავს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ამ დროისთვის სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ ჰიუსტონის მერის სილვესტერ თერნერის თქმით, დროებითი განთავსების ცენტრებსა და თავშესაფრებში, ამ დროისთვის, ექვსი ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"