შსს მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი.

"შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, დღეს, 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, 13 საათსა და 38 წუთზე მივიდნენ. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება - ადგილზე ათეულობით მეხანძრე მუშაობს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია