ქრთამის აღებაში ბრალდებული ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა

ქრთამის აღებაში ბრალდებული ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წინასასამართლო სხდომა გადაიდო. როგორც ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სხდომის გადადება თავად ბრალდებულმა მოითხოვა. ადვოკატის ინფორმაციით, სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობა სწორედ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

"ოთარ აბესაძე მას შემდეგ გახდა ცუდად, როდესაც ბრალდებამ წარადგინა მტკიცებულებები, მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალურ მონაცემებში სწორედ ამას ვგულისხმობთ - ანუ ეს ეხება მის ჯანმრთელობას, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად ოთარ აბესაძემ ითხოვა სხდომის გადადება", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ხვალ აღმკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხსაც დააყენებს სასამართლოზე.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ ეტაპზე საქმეში ახალი გარემოება არ არსებობს, რის გამოც პატიმრობა ნაკლებად მსუბუქი სასჯელით უნდა შეიცვალოს.

ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. გამოძიება მას მოქალაქისთვის მტკვარზე გარკვეული კონსტრუქციის განთავსების ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის მოთხოვნასა და აღებას ედავება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ