ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

დაცვის მხარე სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. "ყველამ იცის, რომ ჩვენ სამართლებრივად მყარ სიტუაციაში ვართ. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლო არავის გავლენის ქვეშ არ არის, ველოდებით გამამართლებელ განაჩენს", - განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ