რა ღირს სიბერე საქართველოში? - 3 პენსიონერი ქალის ამბავი

რა ღირს სიბერე საქართველოში? - 3 პენსიონერი ქალის ამბავი

2016 წლის მონაცემების თანახმად, ასაკით საპენსიო პაკეტს 510 735 ქალი და 209 459 კაცი იღებს. რა ღირს სიბერე საქართველოში და როგორ ხაჯავენ მოხუცები პენსიას?

...გოგონა ხუნჯუკაშვილი 67 წლისაა. უკვე მეშვიდე წელია, ყოველი თვის 14 რიცხვში პენსიას იღებს. პანკრეასი, ნაღველა, წნევა - განვლილმა რთულმა ცხოვრებამ, ჯანმრთელობაზე თავისი კვალი დატოვა. ამიტომ პენსიის ძირითადი ნაწილი, სწორედ წამლების ყიდვას ხმარდება.

"წამლებს ფასდაკლებებზე ვყიდულობ. მიუხედავად ამისა, მაინც ძვირი მიჯდება. ვცდილობ თანხა შეძლებისდაგვარად სწორად გადავანაწილო, რომ საკუთარი ოცნების ახდენაც შევძლო", - ამბობს პენსიონერი.

წლების შემდეგ, გოგონამ საკუთარი ოცნების ასრულება დაიწყო. საქართველოს 75 პროცენტი უკვე მოინახულა. წინ დარჩენილი 25-ია და რომი, რომლის სანახავად საჭირო თანხას პენსიიდან საგულდაგულოდ აგროვებს.

გოგონას და კიდევ ორი პენსიონერის ისტორია იხილეთ ვრცლად სპეცპროექტში

პროექტის ავტორი: ეკა მელიქიძე

საქართველოში +18 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის

შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა