საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გასაყიდი ბინა ბევრია, რეალური კლიენტი ცოტა - რა მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე

07:11 / 25-09-2017

1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ფასის ლარში მითითების ვალდებულება დაეკისრა. რამდენად იქონია გავლენა ამან უძრავი ქონების ბაზარზე და როგორია ბოლოდროინდელი ტენდენციები - AMBEBI.GE უძრავი ქონების სააგენტოებს გაესაუბრა.

სპეციალისტების შეფასებით, ბაზარზე უძრავი ქონების ფასის მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება, თუმცა ფასი მაინც დოლარის კურსის ცვლილებაზეა დამოკიდებული.

"მოგეხსენებათ პირველი ივლისიდან ფასის ლარში მითითება სავალდებულო გახდა, თუმცა დოლარი ლარებში გადაყავთ და ჩვეულებრივად საბაზრო კურსს უკავშირებენ და არა ოფიციალურს. პრაქტიკულად ფასი მაინც დოლარზეა მიბმული. რეალურ შემთხვევაში კი როცა უკვე კლიენტი გამოჩნდება, შესაძლოა სულ სხვა ფასით გაიყიდოს, ამიტომაც რთული სათქმელია ფასმა აიწია თუ არა. ჩვენ ყველა განცხადება ლარში გვაქვს გაშვებული, თუმცა ბინის პატრონი იმ თანხას ითხოვს რამდენიცაა კურსიც", - აცხადებს უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე.

მისი თქმით, გასაყიდი ბინა ძალიან ბევრია რეალური კლიენტი ცოტა, ეს განსაკუთრებით ძველ ბინებს ეხება. "ახალი მშენებლობები ძალიან კარგად მიმდინარეობს, ამიტომაც მყიდველების უმრავლესობა სამშენებლო კომპანიებს მიმართავს, ძველ ბინებზე კი მოთხოვნა ძალიან შემცირდა. როგორც ე.წ "ხრუშოვკას იშვიათად ყიდულობენ, თუ ყიდულობენ ძალიან დაბალ ფასად, ასევეა ძველ ბინებზეც. ახალი აშენებული ბინა ძალიან ბევრია, თან არც ისეთი ცუდი პირობებით იყიდება",  - აცხადებს გოგუაძე.

უძრავი ქონების განცხადებების საიტის saqme.ge-ს დირექტორის ნიკა ჯაფარიძის განცხადებით, უძრავ ქონებაზე ფასის ლარში მითითების ვალდებულებამ გაურკვევლობა გამოიწვია. "ბევრი განცხადებას აქვეყნებს და არ ითვალისწინებს, რომ ლარში მითითება აუცილებელია. ფიქრობენ, რომ დოლარში მითითებული ფასი ლარშია. ამას ისიც დაემატა, რომ ლართან მიმართებაში ვალდებულება მხოლოდ იურიდიულ პირებს აქვთ ანუ სამშენებლო კომპანიებს და ა.შ. როგორც გაირკვა ფიზიკურ პირს შეუძლია განცხადება კვლავ დოლარის სახით გამოაქვეყნოს. ვიღაც ლარში უთითებს ვიღაც დოლარში, ამან სიტუაცია არია", - ამბობს saqme.ge-ს დირექტორი.

ჯაფარიძის შეფასებით, უმჯობესია ლარიზაცია ყველას შეხებოდა და არა მხოლოდ გარკვეულ სეგმენტს.

"ერთხელ და სამუდამოდ ყველა ფიზიკურიც და იურიდიულიც ლარზე უნდა გადავიდეს. რაც შეეხება ფასებს, რეალურად ფასები იგივე დარჩა. როცა დოლარი ძალიან ავარდა ზემოთ, მაგალითად, როცა 1.75 იყო და 2.30-2.40 გახდა, რა თქმა უნდა, ფასებსაც შეეხო. როცა ადამიანს ლარში აქვს ხელფასი, რა თქმა უნდა, 50 ათასი დოლარის გადახდა უფრო გაუჭირდება, ვიდრე ადრე. ლარის გაუფასურებამ ცვლილებები გამოიწვია, მაგრამ ისეთი პროპორციით არა როგორც კურსი შეიცვალა", - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, გაყიდვების კუთხით სექტემბერი აქტიური თვეა.

"15 სექტემბრრიდან მყიდველების გააქტიურება ხდება ხოლმე. ასევე, ზაფხულის დასაწყისია საკმაოდ აქტიური პერიოდი. აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის 15-მდე ჩავარდნილი პერიოდია. ახლა გაქირავების სეზონიც იწყება აქტიურად", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

უძრავი ქონების სააგენტოს myclient.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის გვანცა გუჯელაშვილის განცხადებით, ბინების ლარში მითითების შემდეგ ფასზე რადიკალური ცვლილება არ მომხდარა.

"ბინის ღირებულება არც ავარდნილა და არც ჩამოვადნილა. არც ახალ აშენებულზე და არც ძველ ბინაზე ფასის მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება. ბოლო პერიოდში დოლარის ფასის გაზრდის შემდეგ, მომხმარებელს ბევრად მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე თუნდაც ორი კვირის წინ მოუწევდათ. გარკველი ზეგავლენა კურსს ფასზე, რა თქმა უნდა აქვს, თუმცა მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება", - განაცხადა გუჯელაშვილმა.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

გაზიარება
ტეგები:
#უძრავი ქონება
#saqme.ge
მკითხველის კომენტარები /19/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
25
0
კიდევ გააძვირონ და უკეთესად გაიყიდება...
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
soso
14
0
რომელ ბინების გაყიდვებზეა საუბარი მაღაზიებში პურის და შაქარის გარდა აღარაფერი იყიდება
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
dudi
11
5
არასწორია, საბურთალოზე ახალაშენებულ კორპუსში ბინას ვეძებ 3 თვეა და თითოეულ კორპუსში 1 ან 2 ბინაა დარჩენილი , ისიც ცუდი განლაგების ამო, რა სისულელეა რომ ბინის მყიდველი არ არის.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
dato
6
0
მართლა მაინტერესებს, ვინ ყიდულობს ამდენ ბინებს. მარტალი ითქვა აქ. რომ ეძებდე, ნახავ და რამოდენიმე ბინა აქვთ დარჩენილი გასაყიდი.მეორეც არის, რომ არ იყოს მყიდველი არ აშენდებოდა ამდენი კორპუსი
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
lela
6
0
თვთღირებულებაზე გაცილებით ძვირად რომ ყიდის მშენებელი იმიტომაც არ იყიდება.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
11
16
2
ანუ ახალ აშენებულბინებზე ყოფილა მოთხოვნა და ძველი ბინები არავის აღარ უნდა

იქნებ გააგებინოთ იმ ხალხს დღემდე რომ ფიქრობენ, რომ ახალი სახლები ფურთხით შენდება და ისევ ის ხრუშოვკებია მაგარი
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ჯვარი აქაურობას...
19
1
სამაგიეროდ, ახალშენები ერთმანეთს ეყუდებიან და ამაგრებენ, ეგენი უფრო გაუძლებენ მიწისძვრებს...
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
...
7
0
რა სისულელეა ეს ლარში მითითება,საბოლოო ჯამში მაინც დლარს იხდი რეალურად.მაშინ იმის ვალდებულებაც უნდა იყოს, რომ თანხა აუცილებლად ანგარიშზე ჩაირიცხოს და აუცილებლად ლარში.ყველაფერს დასანახად აკეთებენ და საბოლოოდ ხალხს საქმეს უფუჭებენ.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ბაბუ
17
0
დეკლარაციებს თუ კითხულობთ გეცოდინებათ რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ უამრავი ბინები და მიწის ნაკვეთები.ისევ ეგენი ყიდულობენ,თუ ქონდათ 5,ახლა აქვთ 10.აბანდებენ ფულს.აკვანში რომ ყავთ ბავშვი მას უკვე რამდენიმე ბინა აქვს.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
მართალია
10
0
ისე მაგაში მეც გეთანხმები მეგობარო. რა ინფორმაციაც არის ახალი კორპუსების მდგრადობაზე მართლა ხრუშოვკები ჯობია. ის მაინც ვიცი ხვალვე არ ჩამომენგრევა თავზე
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
NN
16
0
უხარისხო და მახინჯი შენობები
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
Masde
1
0
რა არ იყიდება?! გლდანში ვერ იშოვი ახალაშენებულში ბინას ძალიან რომ მოინდომო. მითუმეტეს უცხოელებიც ბევრნი ყიდულობენ. რუსები, უკრაინელები, ირანელები
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
buhahaha
11
2
რა ყანა კანონია..თუ ვინმეს ვალის სახით დოლარი აქვს ლარი უნდა მომცეს?? ან თუ მე ბინას დოლარში ვცვლი ლარი როგორ უნდა მომცეს მაინს დოლარის კურსით არ უნდა მომცეს??ვითომ რამე ქნეს.. უნდა დაახურდავოს და 2 წუთში უნდა გადავახურდავო ისევ..ავოიეეე აშენდა ღრუზია
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
nana
2
0
მართალია რომ ფიზიკურ პირს შეუძლია განცხადებაში უძრავი ქონების ფასი დოლარში დააფიქსიროს? ეს მხოლოდ იურიდიული სექტორის ვალდებულებაა ?
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ნინო
12
0
ფასი მიუთითონ ლარშიც და დოლარშიც,მოვკვდი დაანგარიშებით
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
Givi
10
2
საიდან მოდიან ეს ვითომ ექსპერტები? ბინის ფასმა მოიმატა ყველა სააგენტოს გვერდზე! რომ არ იყიდება, ეს სხვა პრობლემაა. ლარიზაციამ ფასი აწია! ძველი ბინები კი იმიტომ არ იყიდება, რომ იქ მაცხოვრებლების გაყვანა თითქმის შეუძლებელია! წლები შეიძლება გაგრძელდეს არაკეთილსინდისიერი გამყიდველის გამოყვანა თქვენს მიერ ნაყიდი ბინიდან. ამისთვის მადლობა, პარლამენტს, პრეზიდენტს და ბატ.ბიძინას!
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
შაკიკი
5
0
რა იდიოტიზმია ეს ლარიზაცია. რა მნიშვნელობა აქვს. აიწევს დოლარის კურსი, აიწევს ფასი ლარში.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
werld
8
0
სამარცხვინოა ამ მთავრობების მიერ გაცემული ნებართვები,ყველა მერი უნდა დაისაჯოს!!!
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ალექს
1
0
მე ვარ კეთილსინდისიერი გამყიდველი,ციმციმ დაგიცლით პაპიჩემის სახლს ვერაზე,ტურისტული ბუმია გარშემო,მე კი ჰოსტელს ვერ ვაკეთებ,ფულის წყარო ეკონომიკური გვალვის გამო ამომიშრა,ზამთარში იყინება კიდეც!
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
16:15 / 30-03-2018
”პალიტრა მედია ჰოლდინგი” აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის პროექტს იწყებს
12:27 / 30-03-2018
ვინ იყვნენ "ცის მზომელი" ქართველები და სად არის საქართველოში უძველესი მზის საათები
10:24 / 30-03-2018
ქუჩები თბილისში, სადაც დღეს დენი შეიზღუდება
იხილეთ მეტი
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია