ავტორი:

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

20 წლის მანუ მურღულიას მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ. ის 1 წლის ასაკიდან მღერის, საბავშვო მუსიკალური კონკურსის "ანა ბანას" მეორე სეზონის გამარჯვებულია, ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პრესტიჟულ ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა. მანუმ ონლაინ გამოცდა ჩააბარა, ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა იმისთვის, რომ საკუთარი ოცნება აიხდინოს, ეს თანხა საკმარისი არ არის.

წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი AMBEBI.GE-ს საკუთარ გეგმებზე ესაუბრა:

- ივლისში შევავსე "ბერკლის" საიტზე აპლიკაცია, გადავიღე ორი ვიდეო, სწორედ ეს ვიდეოები და "ანა ბანაში" შესრულებული სიმღერის ფრაგმენტი გავგზავნე. იმ საღამოს მომწერეს და დამინიშნეს გამოცდა. 18 აგვისტოს დამიკავშირდნენ, სპეციალური პროგრამის საშუალებით და დავიწყე გამოცდის ჩაბარება. თავიდან ისე ვნერვიულობდი, ლაპარაკის დროს ხმა მიკანკალებდა, მაგრამ პროფესორები, რომლებიც გამოცდას მიტარებდნენ, ისეთ შეფასებებს მაძლევდნენ, ამან სტიმული მომიმატა და დაძაბულობა მომეხსნა. გამოცდის დასრულების შემდეგ, პროფესორმა მითხრა, რომ მაქვს აბსოლიტური სმენა, შემდეგ გასაუბრება გავიარე "ბერკლის" წარმომადგენელთან. ასეთი ვირტუალური გამოცდით წელს ამ უმაღლეს სკოლაში მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 20 ახალგაზრდა მიიღეს.

- რა სახის კითხვები დაგისვათ "ბერკლის" წარმომადგენელმა?

- მკითხეს, რატომ მინდა "ბერკლიში" სწავლა, საკუთარი თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ვუპასუხე, ბავშვობიდან ვმღერი, კარგი ხმა და სმენა მაქვს, მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია და ამიტომ მინდა მანდ სწავლა-მეთქი. სექტემბერში მივიღე საბოლოო პასუხი, ჩავირიცხე "ბერკლის" მუსიკალურ სასწავლებელში, სწავლის 50%-ს ისინი მიფინანსებენ, დანარჩენი კი ჩვენი დასაფინანსებელია. პატარა თანხა ნამდვილად არ არის. "ბერკლი" მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტია, შეგიძლია უდიდეს წარმატებას მიაღწიო. ეს იქნება ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და არ მინდა ეს შესაძლებლობა გავუშვა ხელიდან. ქვეყნისთვისაც დიდი წარმატება იქნება, წარმატებული მოსწავლე ამ სასწავლებელში.

- არავინ გამოთქვა, სწავლის დაფინანსების სურვილი?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედი მაქვს, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩემი მუსიკალური ოცნების ასრულებაში დამეხმარებიან. გარდა ამისა, ბერკლიში სულ რამდენიმე ქართველი სწავლობს და მინდა, მათ რიგებს შევუერთდე. ამ სასწავლებელში მოხვედრა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია...

თამარ ბოჭორიშვილი, AMBEBI.GE

სწავლის თანხის შეგროვებაში მანუ მურღულიას თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ბმულზე

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი

"პირბადის ტარება სავალალოდ შემცირებულია.. ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ" - კულუმბეგოვი მოსალოდნელ "მესამე ტალღაზე"

"ვერაფერი ვუშველეთ...რომ გარდაიცვალა, მის გვერდით ვიყავით გაყინულები, გვერდზე გვეწვა" - გომის მთაზე სასწაულებრივად გადარჩენილი ახალგაზრდა ტრაგედიის დღეს იხსენებს