თბილისში, რკინიგზის სადგურზე ლიანდაგს ცეცხლი გაუჩნდა

 თბილისში, რკინიგზის სადგურზე ლიანდაგს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, რკინიგზის სადგურზე ლიანდაგს ცეცხლი გაუჩნდა.

Palitravideo.ge-ს ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ მოეკიდა ცეცხლი ლიანდაგს, შემდეგ კი ცეცხლი ერთ-ერთი ვაგონის სახურავზეც აალდა. სავარაუდოდ, შემთხვევა მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ადგილზე იმყოფება სახანძრო სამსახური.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, თბილისში რკინიგზის სადგურზე მომხდარი დაკვამლიანობის შედეგად არავინ დაშავებულა.

რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის მარშუტის მომზადებისას სავარაუდოდ, ქსელში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია ნაპერწკლიანობა და მცირე დაკვამლიანება.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოკვლევა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია