სოფელ კუმურდოში, ძეგლის რესტავრაცია, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, გაგრძელდება

სოფელ კუმურდოში, ძეგლის რესტავრაცია, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, გაგრძელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის თქმით, კუმურდოში საკითხი უკვე მოგვარებულია და ძეგლის რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება.

როგორც ნიკოლოზ ანთიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ დღევანდელი მოვლენები რამდენიმე ადამიანის მხრიდან პროვოკაცია იყო.

"2016 წლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლის რესტავრაცია. რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, ვფიქრობ, ეს იყო ნაწილობრივ პროვოკაციული ღონისძიება რამდენიმე ადამიანის მხრიდან. რომელიც ემსახურებოდა გაურკვეველი დისონანსის შეტანას მიმდინარე პროცესებში. შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო დღეს ადგილზე მოსული. საკითხი მოგვარებულია. მე ამ წუთებში ადგილზე ვიმყოფები. რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება და ვფიქრობ, შემდგომში მსგავსი ინციდენტები აღარ იქნება", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივების ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. დაპირისპირების შედეგად ნაცემია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.

წაიკითხეთ: "მოსახლეობის ნაწილი ფიზიკურად დაუპირისპირდა... პოლიციას ქვები დაუშინეს" - შსს-ს განცხადება სოფელ კუმურდოში არსებულ ვითარებაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი