საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანები ელენე კალანდაძე და ლიზი ჯაფარიძე იქნებიან

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანები ელენე კალანდაძე და ლიზი ჯაფარიძე იქნებიან

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია.  26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილ ევროფესტივალს მომღერალი ელენე კალანდაძე და 2014 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ლიზი ჯაფარიძე (LIZI POP) გაუძღვებიან.

სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

R