რატომ გაძვირდა თბილისში ტაქსით მგზავრობა?

რატომ გაძვირდა თბილისში ტაქსით მგზავრობა?

თბილისში ტაქსტების ტარიფმა ისევ მოიმატა. მართალია, ზოგიერთ კომპანიაში ამას არ ადასტურებენ, მაგრამ ზოგ მათგანში არათუ ადასტურებენ, არამედ არც იმას გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს. როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში მძღოლები და ტაქსის გამოძახების სერვისის მქონე კომპანიები აცხადებენ, აღნიშნული ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, ქვეყანაში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა. შესაბამისად, აღნიშნავენ, რომ ისინი უბრალოდ იძულებულები გახდნენ ამგვარად მოქცეულიყვნენ.

"თბილისი ტაქსის" დირექტორი ნიკოლოზ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ტაქსებზე ტარიფი გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული პერმანენტულად იმატებს. მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის ეკონომიკის გარდა ტაქსის გამოძახების ავტომატიზირებული სისტემების ტექნოლოგიების განვითარების ფაქტორი გახდა.

გაგრძელება იხილეთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი