ალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლებში 20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და "ჩქარ-ჩქარა" არ ჭამონ

ალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლებში 20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და "ჩქარ-ჩქარა" არ ჭამონ

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში 20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და "ჩქარ-ჩქარა" არ ჭამონ. ჟურნალისტის კითხვაზე - ხომ არ გაუჭირდებათ ბავშვებს დიდი შესვენების შემდეგ, სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ, მინისტრმა განმარტა, რომ ბავშვები აუცილებლად შეძლებენ სასწავლო პროცესში დაბრუნებას.

"ჩვენ როდესაც ვსწავლობდით, ვახერხებდით 20-წუთიანი შესვენების შემდეგ სწავლისთვის დაბრუნებას. აუცილებლად შეძლებენ. თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახემსებას ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ ჩქარა-ჩქარა არ ჭამონ, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. შესვენების გახანგრძლივების ძირითადი მიზანი ესაა, ნელა და მშვიდად წახემსება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."