გიორგი მარგველაშვილი - უკვე ოთხი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს

 გიორგი მარგველაშვილი - უკვე ოთხი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს

უკვე ოთხი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეარხი Дождь-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის დეტალებში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან ეს პირადი საკითხია.

"არასოდეს განმიხილავს ურთიერთობები მედიაში. ვფიქრობ, ამის განხილვა არც არის საჭირო, ვინაიდან ეს არის სახელმწიფო მოხელესა და ერთი მოქალაქის ურთიერთობები. ეს მხოლოდ პირადი ურთიერთობებია, რომლის განხილვას არ ვაპირებ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას მასზე.

"საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას ჩემზე. ეს ნორმალურია დემოკრატიისთვის, ეს ნორმალური პროცესია", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."