რა კომენტარს აკეთებს ლიკა ქავჟარაძის ნახევარძმა მსახიობის გარდაცვალების შემდეგ

რა კომენტარს აკეთებს ლიკა ქავჟარაძის ნახევარძმა მსახიობის გარდაცვალების შემდეგ

11 ოქტომბერს ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ის აბაშიძის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა და საკმაოდ კარჩაკეტილი ადამიანი იყო. ლიკა ქავჟარაძის ცხოვრება, როგორც საკუთარ ჩანაწერებში თავად იხსენებდა, თავიდანვე მძიმე იყო. მისი მშობლები საკმაოდ ადრე დაშორდნენ, ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ქორწინებებიც. ლიკა ქავჟარაძეს ჰყავს ნახევარძმა გიორგი ქავჟარაძე, რომელსაც Ambebi.ge დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია როგორ გრძნობდა თავს ბოლო დროს ულამაზესი მსახიობი. გიორგი ქავჟარაძემ ჩვენთან მცირე კომენტარი გააკეთა:

- ბატონო გიორგი, რა ჩივილები ჰქონდა ლიკა ქავჟარაძეს?

- ზოგადად არ იყო კარგად, ასე განსაკუთრებულად არაფერს უჩიოდა.

- დადიოდა ექიმთან?

- ვერ გეტყვით, მე მისი ნახევარძმა ვარ და ერთად არ ვცხოვრობდით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, ბოლო დროს ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი, ამიტომ არამგონია თავი მოეკლა. ზოგადად, ჩვენ იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ: "სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება" - რას გეგმავს კულტურის პალატა ლიკა ქავჟარაძესთან დაკავშირებით

როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

ნახეთ ვიდეო: "არასდროს დაგივიწყებენ და ესაა უკვდავება" - რას წერდნენ ცნობილები "ფეისბუქზე" ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი