"ამ ადამიანებმა ბავშვები სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან" - ვინ არიან უცნობი გმირები, რომელთა ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა

"ამ ადამიანებმა ბავშვები სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან" - ვინ არიან უცნობი გმირები, რომელთა ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა

ისტორიამ უცნობი გმირების შესახებ, რომლებმაც  ავარიის დროს დაშავებული ბავშვები გადაარჩინეს, "ფეისბუქი" მოიცვა. ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ოქტომბერს, გომბორთან მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ.

მომხდარის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი ლევან კვარაცელია ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს, როგორ გადმოჰყავთ ავტომობილიდან უცნობ ადამიანებს დაშავებული ბავშვები.

"უცნობი გმირების მიერ გადარჩენილი ბავშვები... 16 ოქტომბერს გომბორის გადასახვევთან, დაღმართზე, სადაც წერია: "მძღოლო, ფრთხილად, წინ საშიში დაღმართია", სისწრაფის გადაჭარბების შედეგად მოხდა საშინელი ავარია. ერთ-ერთ ავტომობილში აღმოჩნდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გონდაკარგულები ძლივს გამოიყვანეს შემთხვევის ადგილზე სპონტანურად მოგროვილმა ადამიანებმა და გადაარჩინეს.

კარგად დააკვირდით ფოტოს, ალბათ ამოიცნობთ, ისინი თქვენს გვერდით არიან, თქვენი ძმები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, შეიძლება ოჯახის წევრებიც, ამ ადამიანებმა 16 ოქტომბერს, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდოდა, არნახული გმირობა გამოავლინეს – არ დაიბნენ, შორიდან არ დაუწყიათ ყურება… ვიმეორებთ, მათ ბავშვებს სული შთაბერეს და სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან" - წერს "ფეისბუქზე" ლევან კვარაცხელია.

როგორც გაირკვა ეს ადამიანები შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი დაცვის წევრები არიან. ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ნათია მღებრიშვილი ავრცელებს.

"ეს "უცნობი " გმირები შსს-ს თანამშრომლები არიან, საამაყო ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის გათავისებული აქვთ სხვისი დახმარება და დაცვა, ვამაყობთ თქვენით !!!პოლიციელი გმირია...

პ.ს შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი დაცვის წევრები - კახი კამლაძე, ნოდარ მჭედლიშვილი, ავთო წაქაძე" - წერს მღებრიშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი