რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

ბოლო თვეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში ხშირია პოსტები, სადაც მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიისა და სამეგრელოს სოფლებში, გავრცელებული მწერების გამო წუხს. ეს არის მავნებელი მწერი, რომელმაც სრულად გაანადგურა მოსავალი.

როგორ ვებრძოლოთ მავნებელ  მწერ ფაროსანას - მიიღეთ რეკომენდაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსისგან ნიკოლოზ მესხისგან.

- რა არის აზიური ფაროსანა?

- აზიური ფაროსანა არის ინვაზიური მავნებელი მწერი. რომელიც აზიანებს სამასზე მეტი სახეობის მცენარეს, როგორც სასოფლო სამეურნეო, ასევე სატყეო, დეკორატიული მცენარეები ჯიშებს.

- როგორია აზიური ფაროსანას სიცოცხლის ციკლი?

- მავნებელი თავისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში იზამთრებს ზრდასრულ ფაზაში და გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა გადააჭარბებს 15 გრადუსს, იწყება მათი გამოსვლა ბუდიდან და მთელი ვეგეტაციის პერიოდში აგრძელებს ზრდა-განვითარებას, თაობის მოცემას და მავნეობას სხვადსხვა მცენარეებზე.

- რითი იკვებება აზიური ფაროსანა?

- აზიური ფაროსანა იკვებება 300-ზე მეტი სახეობის მცენარით, როგორც სატყეო, ასევე დეკორატიული ჯიშებით. თავისი კვების დროს ეს მწერები აზიანებენ მცენარეებს.

- რა უწყობს ხელს ფაროსანას გამრვალებას?

- ის კლიმატური პირობები, რაც მას აქვს საქართველოში. ჭარბი ტენი და მაღალი ტემპერატურა. ეს პირობები მისი გამრავლებისტვის ხელსაყრელი ფაქტორებია. ასეთ პირობებში მისი გამრავლების რიცხვმა შეიძლება მიაღწიოს ძალიან მაღალ მაჩვენებელს.

- რამ გამოიწვია აზიური ფაროსანას შემოსვლა საქართველოში?

- ფაროსანა გავრცელდა სამხერეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან. რომელიც მისი სამშობლოა სხვადსხვა ტერიტორიებზე. ის არის ამერიკის შეერტებული შტატების ტერიტორიაზე, ასევე ის 1997 წლიდან ევროპის კონტინენტზე გვხვდება. სწორედ ევროპის კონტინეტიდან გავრცელდა სხვადსხვა ქვეყნებში. ამ მავნებელს შეუძლია ძალიან კარგად ფრენა. ამიტომ ძალიან მარტივად ხდება მის მიერ სხვადსხვა ტერიტორიების ათვისება.

იხილეთ ვიდეო

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" მხარდაჭერით (G-HIP)

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას

როგორ აღვზარდოთ შვილები სწორად- ფსიქოლოგის რჩევები