"რეზონანსი" - ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში

"რეზონანსი" - ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში

პლასტიკური ოპერაციების პოპულარობა დღითიდღე იზრდება და ეს სფერო და მისი შესაძლებლობებიც უფრო და უფრო ფართოვდება.

ადამიანებს სურთ, ახალგაზრდა სხეული რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნონ. სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს, ეს ფრაზა თითქმის ყველას სმენია, თუმცა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ეს მსხვერპლი ჯანმრთელობაც არის ხოლმე. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში პოსტოპერაციული სირთულეები მინიმუმამდე დავიდა, რისკი მაინც არსებობს.

ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარი გარეგნობით ბოლომდე კმაყოფილია. კითხვაზე, შეცვლიდნენ თუ არა რამეს საკუთარ ფორმებსა და ნაკვთებში, უდიდესი უმრავლესობა პასუხობს "კი". თანამედროვე სამყაროში პლასტიკური ქირურგია პოპულარულია და ის ბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელსაც ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი მიმართავს.

საქართველოშიც პლასტიკური ოპერაციები საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და შესაბამისად, რამდენიმე ესთეტიკური კლინიკა აქტიურად მუშაობს. მათი უმთავრესი ფუნქცია ადამიანების გალამაზებაა. თითოეული კლინიკა კლიენტებს განსხვავებულ სერვისს, მომსახურებასა და გადახდის საშუალებას სთავაზობს მომხმარებლები მათ რამდენიმე ესთეტიკურ პროცედურასთან ერთად, ძირითადად, პლასტიკური ოპერაციებისთვის მიმართავენ.

მიუხედავად დღევანდელი პოპულარობისა, ეს ესთეტიკური პროცედურები გარკვეული საფრთხის შემცველია. საქართველოში ამაზე განსაკუთრებით წინა თვეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ალაპარაკდნენ, როცა 18 წლის გოგონა რინოპლასტიკის ოპერაციის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და დღემდე მართვით სუნთქვაზეა. გარდა ამ ფაქტისა, ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული პროცედურის შემდეგ, პაციენტებს სუნთქვა უძნელდებათ, რაც პროცედურის არასათანადოდ ჩატარების ბრალია განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი