კახი კალაძე საკუთარ ცხოვრებაზე წიგნს გამოსცემს - "...მინდა ეს ყველაფერი საზოგადოებას გავუზიარო"

კახი კალაძე საკუთარ ცხოვრებაზე წიგნს გამოსცემს - "...მინდა ეს ყველაფერი საზოგადოებას გავუზიარო"

თბილისის ახლადარჩეული მერი კახი კალაძე საკუთარ ცხოვრებაზე წიგნის გამოცემას აპირებს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, სანამ წარმატებას მიაღწევდა, უამრავი ბარიერის გადალახვა მოუწია და სურს ეს ყველაფერი საზოგადოებას გაუზიაროს.

"ჩემი განვლილი ცხოვრება მართლა ძალიან საინტერესოა. სამტერდიის რაიონში დავიბადე. როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და აჯობებდა, სხვა მიმართულებით წავსულიყავი. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მე გავაგრძელე შრომა და ამ მიმართულებით იყო ძალიან ბევრი წარმატება. ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ძალიან იოლია, მაგრამ ამის უკან რა იდგა და რა რთული ბარიერების გამოვლა მომიწია, ეს ყველაფერი რომ მოვყვე ბევრ დროს დავხარჯავ. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მინდა, რომ წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით, ჩემს კარიერასთან დაკავშირებით, თუ რა იყო, როგორ იყო და რა გამოვიარე. მინდა ეს ყველაფერი საზოგადოებას გავუზიარო. ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია შრომა. არის მომენტები, როდესაც რაღაცეების გადალახვა გიჭირს და არის შემთხვევები როდესაც ნებდებიან. არ უნდა დანებდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს სირთულეები გადალახო, როდესაც ერთ სირთულეს გადალახავ უფრო ძლიერი ხდები და დანარჩენი სირთულეების გადალახვა უფრო გიადვილდება" - აღნიშნა კალაძემ.

ნახეთ ვიდეო

წაიკითხეთ: შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ, შესრულდა თუ არა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი