საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე შესვლის უფლებას მისცემენ

საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე შესვლის უფლებას მისცემენ

მომავალი წლიდან საუდის არაბეთში ქალებს მიეცემათ უფლება, სტადიონზე სპორტულ ღონისძიებებს დაესწრონ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოჯახები სრული შემადგენლობით სტადიონებზე შესვლას სამ დიდ ქალაქში - რიადში, ჯიდასა და დამამში შეძლებენ.

ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც გენდერულ იზოლაციაში მყოფ ქალებს მეტ თავისუფლებას მიანიჭებს.

პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ცდილობს, მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატაროს, რათა ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს.

საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სამი სტადიონის მომზადებას დაიწყებენ, რომლებიც ოჯახებს 2018 წლის დასაწყისიდან უმასპინძლებს.

ამ დრომდე საუდის არაბეთში სტადიონზე შესვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი